ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ახალი
საბავშო ბაღის აშენება იგეგმება. ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის 200 000 ლარი დაიხარჯება. მშენებლობისათვის თანხა რეგიონული განვითარების ფონდმა გამოყო. ადგილობრივი ხელისუფლების თანამონაწილეობა 5 პროცენტია.
ბაღი 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ახალი ბაღი ძველი ბაღის ეზოში აშენდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის მომზადება. სამშენებლო სამუშოები წელს დაიწყება.