ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების მშენებლობა
-რეაბილიტაცია გრძელდება. ამ დროისთვის, ქუთაისში ოთხი საბავშვო ბაღის გაფართოების მიზნით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
პოექტი ითვალისწინებს მიშენებების მშენებლობას, ასევე შიდა სარემონტო სამუშაოებს და ეზოების კეთილმოწყობას. ოთხივე სააღმზრდელო დაწესებულებაში დამატებითი ჯგუფები გაიხსნება.
სამუშაოების აუცილებლობა ბავშვთა ნაკადის ზრდამ და მოთხოვნამ განაპირობა. სამუშაო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ჯამური ბიუჯეტი 1 მილიონ ლარამდეა.