განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ქუთაისის კიდევ ერთი სკოლის საქმის შესწავლა მოუწევს. სამინისტროს წერილი ამჯერად 29-ე სკოლაში მომხდარი ფაქტის შესახებ მიუვიდა. თიესა მორჩაძე წერილს სოციალური ქსელით ავრცელებს, სადაც წერს, რომ მისი და სპორტის გაკვეთილზე უკვე მოერედ დაზიანდა. როგორც წერილშია ნათქვამი 9 წლის გოგონა ახლა ტვინის მსუბუქი შერყევით მკურნალობის კურსს გადის.
გთავაზობთ წერილს, რომელიც სამინისტროში გაიგზავნა:
“გწერთ ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში მომხდარი ფაქტის შესახებ. მყავს პატარა 9 წლის და რომელიც ამ სკოლაში სწავლობს 3 წელია. დღეს უკვე მეორედ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ე. წ. ფიზკულტურის /სპორტის გაკვეთილის დროს ფიზიკურად დაზიანდა.
პირველ შემთხვევაში მუცელში ჩაარტყეს წიხლი (როგორც თქვა ამხანაგმა) და რამდენიმე დღე ზედამხედველობის ქვეშ წოლითი რეჟიმი ქონდა და ბუნებრივია სასწავლო პროცესსაც ჩამორჩა.
დღეს მეორე შემთხვევაა, ამჯერად თავში მოარტყეს კალათბურთის სათამაშო ბურთი, რომლითაც თურმე “დიდი ბიჭები” თამაშობდნენ. ეს რაც პირადად შეემთხვა ჩემს დას, თუმცა პირადად სხვა დროსაც მინახავს სპორტის გაკვეთილის დრლს დაზიანებული ატირებული ბავშვები მაგ სკოლაში.
მინდა მიაქციოთ ყურადღება და მიიღოთ შესაბამისი ზომები, რომ გაკონტროლდეს რამდენად შეუძლია ამ მასწავლებელს სრულად მიაქციოს ყურადღება და მართოს ჯგუფი გაკვეთილის მსვლელობისას და პარალელურად სხვა ჯგუფებს რატომ უნდა ქონდეთ დარბაზში ყოფნის უფლება?
ახლა ბავშვი მსუბუქი ტვინის შერყევით წევს და განიცდის ხვალ სკოლაში წაუსვლელობასაც (ღია გაკვეთილი აქვს) და თან აქვს ტკივილები(სტანდარტულად თავბრუს ხვევა და გულისრევის შეგრძნება). დავამატებ, რომ არც დაურეკავთ მშობელთან და ბავშვი თავისთვის დამოუკიდებლად გამოუშვეს სახლში,სპორტის მასწავლებელი არც სკოლის ექიმთან გაყვა ბავშვს, გააგზავნა – მიდი და კითხე ერთი რამე ხო არ დაგემართაო.არც გაკვეთილიდან დაუთხოვია. ასეთი რამე, რომ ხდება ნორმალურია?
ეს მისაღებია თქვენთვის?
იმედი მაქვს გექნებათ შესაბამისი რეაგირება.
გვინდა ვიყოთ მშვიდად, რომ სკოლაში წასული ბავშვი უვნებელი დაგვიბრუნდება სახლში”,- წერია სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში.
რადიო “ძველი ქალაქი” თემის შესახებ უფრო ვრცლად მოგვიანებით გიამბობთ.