ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და ვიცე-გუბერნატორმა გრიგოლ დალაქიშვილმა მიულოცეს. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს 100% იანი სახელმწიფო გრანტით ექვსი სტუდენტი ჩაირიცხა. წარჩინებულ სტუდენტებს მერიისგან საჩუქრები გადაეცათ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა ქუთაისში, კერძო უმაღლეს სასწავლებლებმაც განაახლეს სწავლა.
უნივერისტემა ექვსი 100%-იანი გრანტის მქონე პირველკურსელიც მიიღო.
ინგლისური ენა და ლიტერატურა – კესო მურცხვალაძე
სამართალი – დავით ქურციკიძე
სამართალი – ანა ხელაძე
ბიზნესის ადმინისტრირება – მამუკა ბჟალავა
ბიზნესის ადმინისტრირება – მარიამ სურმავა
სტომატოლოგია – რეზო კვირიკაშვილი.