წყალტუბოში პირველი ზარი 600-მდე
პირველკლასელისთვის დაირეკა. წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ყველა პირველ კლასელს დაურიგდა ბუკები. მოსწავლეებს დახვდათ სახელმძღვანელოები და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა.
“სასწავლო წელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში წარმატებით დაიწყო. წელს გვყავს 600-მდე პირველკლასელი როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლაში. ყველა პირველ კლასელმა მიიღო საჩუქრად ბუკი და სახელმძღვანელოები. ასევე სახელმძღვანელოები საჩუქრად მიიღეს სხვა მოსწავლეებმაც. სახელმძღვანელოების დარიგების პროცესი კიდევ გრძელდება. რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს. მიმდინარეობდა რამდენიმე სკოლაში და დასრულებულია”, – განაცხადა წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა. წყალტუბოში პირველი ზარი 600-მდე პირველკლასელისთვის დაირეკა. წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ყველა პირველ კლასელს დაურიგდა ბუკები. მოსწავლეებს დახვდათ სახელმძღვანელოები და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა.