ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახლებული ინფრასტრუქტურით და
ახალი სასწავლო პროგრამებით 18 სექტემბერს იწყებს, ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქთან” უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე საუბრობს.
“ეს კვირა სასწავლო წლის დაწყებისთვის ინტენსიურად სწავლების კვირაა, ზუსტდება სასწავლო ცხრილები, სრულდება სარემონტო სამუშაოები. მიმდინარე წელს ჩვენს უნივერსიტეტს ბევრი სიახლე ექნება, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ახალი ბიბლიოთეკაა სადაც განთავსებულია როგორც სამკითხველო დარბაზები ასევე სხვადასხვა ლაბორატორიები. ეს წელი ასევე საიუბილეო წელია ჩვენი უნივერსიტეტი 85 წლის ხდება და რა საკვირველია ვიწყებთ მზადებას ახალი იუბილეს აღსანიშნავად,”-განაცხადა გიორგი ღავთაძემ.
რადიო “ძველ ქალაქთან” აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ ასევე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ რეიტინგთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით სასწავლებელი ერთ წელიწადში მე-13 000 ადგილიდან 15 007-ე ადგილზე აღმოჩნდა კომენტარი გააკეთა.
“მე არ ვიცი ეს რა რეიტნგია, ჩვენ არცერთ რეიტინგში ჩვენი ინფორმაცია არ წარგვიდგენია და სიმართლე გითხრათ ნაკლებად ვარ ამ ფაქტით დაინტერსებული რადგან, უნივერსიტეტი ავტორიზაციისთვის ემზადება და ჩვენ პარალელურად ვგეგმავთ მივმართოთ ევროპის საუნივერსიტეტო სარეიტინგო სისტემას რადგან რეალურად დაადგინონ ჩვენი მიწოდებული ინფორმაციით უნივერსიტეტის რეალური რეიტინგი.”-აცხადებს გიორგი ღავთაძე