თეიმურაზ მურღულია ამბობს,

რომ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აკადემიური რექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ არის. როგორც რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას განაცხადა ის მხოლოდ ტექნიკურ ნაწილს უხელმძღვანელებს. ერთი წლის შემდეგ კი სასწავლებელს რექტორი ეყოლება.

“მინდა თავიდანვე ვთქვა, რომ ჩემი როლი ამ შემთხვევაში არის ტექნიკური და არა აკადემიური. უნდა უზრუნველვყოთ რომ ეს სამუშაოები, რომელიც ეხება პროექტირებას, უნივერსიტეტის განვითარების გეგმის მომზადებას, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას წარიმართოს ხარისხიანად. როცა ყველაფერი დამთავრდება, დაახლოებით ერთი წლის თავზე სიამოვნებით გადავაბარებ ამ თემას ნამდვილ რექტორს, რომელსაც აკადემიური ამოცანები ექნება და არა მხოლოდ ტექნიკური”, – განაცადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას განათლების მინისტრის მოადგილე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეიმურაზ მურღულიამ.

კიდევ რაზე გაამახვილა ყურადღება განათლების მინისტრის მოადგილემ ვრცლად მოისმინეთ სიუჟეტი.


სასწავლებლის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოვალეობები 
მთავრობის დადგენილებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *