დღეიდან 500-მდე დაწყებითი კლასის მოსწავლე ახალ საგანს
“ბიზნეს უნარ-ჩვევები დაწყებითი კლასისათვის” ისწავლის.
საგანი ქუთაისის 3 სკოლაში: ქართულ–ამერიკული სკოლა “პროგრესი”, იო. ოცხელის სახელობის მე-2 საჯარო სკოლასა და ქუთაისის 26-ე საჯარო სკოლაში დაინერგა.
დღეს RICDOG-სა და ქართულ–ამერიკულ სკოლა “პროგრესს” შორის მემორანდუმი გაფრომდა, რომელიც ახალი სასწავლო საგნის დამატებას გულისხმობს. ასევე ჩატარდა საჩვენებლი გაკვეთილი.
“მშობლებისა და სკოლის დირექციის მხრიდან ეს ბავშვის განვითარებისთვის გააზრებულად გადადგმული ნაბიჯია. ეს საგანი ხელს უწყობს მოსაწავლეებში დასაქმებისთვის მზაობასა და პროფორიენტაციის აკადემიური სტანდარტების მიღწევას. საგნის ჩატარებისთვის სპეციალურად გადამზადდა პედაგობები. გადამზადება უზრუნველყო RICDOG–მა. კვალიფიციური კადრები წაიკითხავენ საგანს” – ამბობს გვანცა თოთაძე, RICDOG გენერალური მდივანი.
პროგრამები მოსწავლეებისთვის თვალსაჩინოს ხდის მათი მომავალი სამუშაო ადგილის შესაბამისობას მათ ცოდნასა და უნარ-ჩვევებთან; უზრუნველყოფს მოსწავლეებში სოციალური მეცნიერებების საბაზისო საფეხურის სტანდარტებით გათვალისწინებული უნარ-შესაძლებლობების ჩამოყალიბებას; ხელს უწყობს დასაქმებისთვის მზაობის და პროფორიენტაციის აკადემიური სტანდარტების მიღწევას.
“ჩვენი საგანის სწავლება დავიწყეთ იმ მიზნით, რომ მოსწავლეებს დაწყებითი საფეხურიდანვე განუვითაროთ კრიტიკული აზროვნების, ლიდერობის ,პრობლემის გადაჭრის უნარ_ ჩვევა. სკოლა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს ,რომ მოსწავლეები გაეცნონ ეკონომიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს. პედაგოგები ატარებენ ინტერაქტიულ,სახალისო გაკვეთილებს,რაც ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.”-ამბობს სკოლა ქართულ–ამერიკული სკოლა პროგრესის აღმასრულებელი დირექტორი.
საგანი – “ბიზნეს უნარ-ჩვევები დაწყებითი კლასისათვის” პირველი ეტაპისთვის მეორე სემესტრის დასასრულამდე ჩატარდება და იგეგმება სამომავლო გრძელვადიანი თანამშრომლობა სხვა საჯარო სკოლებთან.
სასწავლო საგნების განმახორციელებელი ორგანიზაცია არის Junior Achievement Georgia, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბთან “თაობათა დიალოგი”. “ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო” გთავაზობთ ქართულ ენაზე თარგმნილ დ აქართულ გარემოსთან ადაპტირებული ბიზნესის უნარ-ჩვევების 7 პროგრამას, რომლებიც განკუთვნილია I-VI კლასების მოსწავლეებისთვის.