შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ასევე შსს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
“ეს მემორანდუმი საშუალებას იძლევა ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის მოხდეს მრავალმხრივი თანამშრომლობა, როგორც გაცვლითი პროგრამების კუთხით, ასევე პროფესორ-მასწავლებლების ერთმანეთთან მივლინების სტუდენტების გაცვლის ,სხვადასხვა მეთოდოლოგიების შესახებ ერთობლივი მუშაობის მხრივ. ეს კიდევ უფრო აღრმავებს თანამშრომლობას იმ უწყებებს შორის, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყნის წინაშე, რომ აღუზარდოს პროფესიონალი კადრები,”- განაცხადა შსს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ.
წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის გიგა ღავთაძის თქმით ეს მემორანდუმი საინტერესო იქნება სამართლის კუთხით მომუშავე ლექტორებისა და სტუდენტებისთვის.
“ეს შეხვდრა, ზოგადად კეთილი ნების გამოხატვა არის ჩვენი უნივერსიტეტისადმი. შეთანხმება კი საშუალებას იძლევა ჩატარდეს ღია ლექციები, იყოს გაცვლითი შეხვედრები, ტრენინგებითაც ვფიქრობ წაადგება ჩვენს სტუდენტებსაც და ლექტორებსაც”, – განაცხდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ღავთაძემ.
შეხვედრაზე ასევე გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება , რომელშიც ასახული იყო 1956 წლის 9 მარტის მოვლენების ოფიციალური ქრონიკა, თვითმხილვევლთა მოგონებები და უნიკალური ფოტომასალა.