აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა თემაზე “დემოკრატია და არჩევნები” დისკუსია გამართეს.

დისკუსიის მიზანს ახალგაზრდა ამომრჩევლის ინფორმირებულობის დონის და აქტივობის მაჩვენებლის ზრდა 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

“აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით აქციას, დისკუსიაში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით 6 უნივერსიტეტი მონაწილეობს მათ შორის ჩვენც. ჩვენი მთავარი სათქმელი დისკუსიაზე იყო,რომ უნდა წავიდეს თუ არა, ან რატომ არ მიდიან არჩევნებზე ახალგაზრდები,”-აცხადებს სტუდენტი გიორგი აბაზაძე.

პროექტის მხარდამჭერია საარჩევნო სისტემების გავითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *