აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს
საკუთარი მუზეუმი ექნება. როგორც სასწავლებლის რექტორმა განაცხადა მასალების შეგროვება დასრულებულია. მუზემუსთვის სივრცის შესარჩევად კი 2 ვარიანტს განიხილავენ: “მუზეუმი შეიქმნა, უმარავ მასალას მოვუყარეთ თავი. მაგრამ ჯერ დროებით თავშესაფარშია განთავსებული. ეს მარტო უნივერსიტეტისთვის არაა მნიშვნელოვანი, არამედ ქალაქის ისტორიისათვისაც.განვიხილავთ მუზეუმის 2 ვარიანტს.შესაძლოა ახალ კორპუსში განტავსდეს ან ძველში. მომხრეები უფრო მუზემუსის პირველ კორპუსში განთავსებას ჰყავს. ამიტომ გამორიცხული არაა ეს სივრცე დაეთმოს მუზეუმს. თუნდაც “მწვანე დარბაზი”, რექტორის ოთახი და ა.შ. ეკუთვნის ამ უნივერსიტეტს , რომ ჰქონდეს თავისი მუზეუმი”, – განაცხადა სასწავლებლის რექტორმა გიორგი ღავთაძემ.