,,კრედიტინფოს“ 2022 წლის სექტემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 215 909 მსესხებელს უფიქსირდება, რაც მსესხებლების 11,4%-ს შეადგენს, კონტრაქტების რაოდენობა 412 043ია.

საერთო ჯამში, სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 895 529 ადამიანს აქვს, ჯამში 35 335 692 740 ლარის მოცულობის.

აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 84,5% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, სექტემბრის მდგომარეობით, ბანკებიდან 32 121 045 013 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 600 991 მსესხებელს აქვს აღებული.

ასევე, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 694 618 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 2 774 443 297 ლარს შეადგენს. კიდევ 22 469 ადამიანს კი, ჯამში, 440 204 430 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან.