საქართველოს მასშტაბით ტერაბანკის ფილიალების ქსელის გაფართოება გრძელდება. კიდევ ერთი ახალი სერვისდესკი ამჯერად ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის N44-ში გაიხსნა.
სერვისდესკის მომხმარებლები სრულ საბანკო სერვისს მიიღებენ. მათ აქ ინოვაციური, კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და შეთავაზებების მრავალფეროვანი არჩევანი, მყუდრო გარემო, გამორჩეული სივრცე, თანამედროვე ინტერიერი, მეგობრული და უშუალო პერსონალი დახვდებათ.
„თანამედროვე საბანკო მომსახურება გაციფრულებისა და დისტანციური სერვისების განვითარების გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა მომხმარებლების არცთუ მცირე ნაწილისთვის კვლავაც ფილიალებში ვიზიტია კომფორტული. სწორედ ამიტომ, ტერაბანკისთვის ამ ქსელის გაფართოება, ჩვენი სერვისებით სარგებლობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა პრიორიტეტად რჩება და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, – აცხადებენ ტერაბანკში.
ახალი სერვისდესკი ქუთაისში უკვე ტერაბანკის მეორე ფილიალია. აქ 7 თანამშრომელია დასაქმებული, სერვისდესკი მომხმარებლებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათს კი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე მიიღებს.