მსოფლიო ბანკმა დაამტკიცა 723 მილიონი აშშ დოლარის გადაუდებელი დაფინანსება უკრაინის მთავრობის დასახმარებლად.
ბანკის ინფორმაციით, პაკეტში შედის დაფინანსება დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, შვედეთიდან, იაპონიიდან, დანიიდან, ლატვიიდან, ლიტვადან და ისლანდიიდან.
მსოფლიო ბანკი ასევე აცხადებს, რომ მუშაობს უკრაინისა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის დამატებით 3 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე უახლოეს თვეებში.