საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.
ბიუჯეტის პროექტი, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 15 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე წარუდგინა პარლამენტს.
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა 19 171.1 მლნ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 332.0 მლნ ლარით არის
გაზრდილი. ფინანსური დოკუმენტი 78 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღეს.