მესამე კვარტალში საქართველოში $299 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემთან შედარებით 1,4%-ით,
ანუ 4,2 მილიონით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, ზრდა ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით.
მესამე კვარტალში $299 მილიონიდან $293,3 მილიონი რეინვესტიცია იყო. რეინვესტიცია კომპანიის მიერ მიღებული მოგების ინვესტიციაში ჩაბრუნებას გულისხმობს.
მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში კი, FDI-ის მოცულობამ $728,4 მილიონი შეადგინა — წლიური ზრდა 3,2%-ია.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი მოცულობის ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან, ნიდერლანდებიდან და ჩეხეთიდან განხორციელდა.
ყველაზე დიდი ინვესტიციები საფინანსო და ენერგეტიკის სექტორებში დაფიქსირდა.