საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბერში ინფლაცია, წინა წლის ნოემბერთან შედარებით 12.5%-ია.
წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე 0.6%-ია.
საქსტატის თანახმად, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელი, ტრანსპორტი, წყალი, ელ.ენერგია და აირი.
გასული წლის ნოემბერთან შედარებით 2021 წლის ნოემბერში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალი პროდუქტების ფასები 17%-ითაა გაზრდილი. მათ შორის:
ზეთი და ცხიმი – ფასები გაზრდილია 27.7%-ით,
ბოსტნეული და ბაღჩეული – ფასები გაზრდილია 26.2%-ით,
პური და პურპროდუქტები – ფასები გაზრდილია 20.4%-ით,
რძე, ყველი და კვერცხი – ფასები გაზრდილია 17.9%-ით,
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – ფასები გაზრდილია 17.4%-ით
თევზეული – ფასები გაზრდილია 16%-ით,
ხილი და ყურძენი – ფასები გაზრდილია 15.5%-ით,
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – ფასები გაზრდილია 13.6%-ით,
ხორცი და ხორცის პროდუქტები – ფასები გაზრდილია 10.7%-ით,
ყავა, ჩაი და კაკაო – ფასები გაზრდილია 6.9%-ით.
გასული წლის ნოემბერთან შედარებით კი ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 14.2%-ითაა გაძვირებული.
აღსანიშნავია, რომ 20.2%-ითაა გაზრდილი ფასები ტრანსპორტის ჯგუფში. 2021 წლის ნოემბერში, 2020 წლის ნოემბერთან შედარებით პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია 30.1%-ით, ხოლო სატრანსპორტო მომსახურება 2.6%-ით გაძვირდა.