საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოდან უცხოეთში 159 219 ვიზიტი განხორციელდა.
ეს მონაცემები გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემს 181%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის მესამე კვარტალის მაჩვენებელს 77%-ით ჩამორჩება.
მესამე კვარტალში ვიზიტორთა 69% კაცი, ხოლო 31% ქალი იყო. ვიზიტორთა ძირითადი ნაწილი, 49% 31 წლიდან 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნებოდა.
გასულ წლებში საქართველოდან უცხოეთში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა ასე გადანაწილდა:
2019 წელი — 2,37 მილიონი;
2020 წელი — 615 ათასი;
2021 წლის პირველი ცხრა თვე — 319,9 ათასი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემთან შედარებით 41%-ით არის შემცირებული.