ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სტამბოლში მიმდინარე ტრანკასპიურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქვეყნებს შორის რეგიონალური სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების როლსა და საჭიროებაზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, საქართველოს გავლით ტვირთების მოცულობის ზრდა ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ზრდის პოტენციალზე მიუთითებს და საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან ერთად აქტიურად გააგრძელებს სატრანსპორტო მარშრუტების ეფექტურობისა და მდგრადობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.
ღონისძიებას საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის დელეგაციები ესწრებოდნენ.