6 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 7 ოქტომბერს შევა ძალაში.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,1484 ლარი გახდა, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 0,51 თეთრით გაუფასურებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 1,27 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3,6326 ლარს გაუტოლდა.

შეგახსენებთ, რომ ლარის კურსის მერყეობის შესამცირებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს 9 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამურად 332,9 მლნ დოლარი გაყიდა. მათ შორის, ბოლო სავალუტო აუქციონი 30 სექტემბერს შედგა, სადაც ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარი გაყიდა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *