უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი შეზღუდვების შესახებ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა.

multicat=36
“როგორც თქვენთვის ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან ქვეყანაში ცალკეული შეზღუდვები მოქმედებს,
რომლებიც ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციას ისახავს მიზნად,თუმცა მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით,
საბჭომ დღეს რამდენიმე დამატებითი შეზღუდვის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

კერძოდ,25 აგვისტოდან, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე;
პარალელურად, გაგრძელდება კვების ობიექტებისთვის დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი”,- განაცხადა გუშინ ბრიფინგზე ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი კვების ობიექტებს აფრთხილებს,რომ 22 საათის შემდეგ მკაცრად გაკონტროლდება შეზღუდვის აღსრულება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *