ყაზახური ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ახალი

multicat=36 მიმართულებით ამატებს. ამის შესახებ  ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, “ფლაიარისტანი” პირდაპირ მიმოსვლას ქუთაისი – შიმკენტი – ქუთაისის ხაზზე დაიწყებს. პირველი რეისი 14 ივლისს შესრულდება. ფრენები Airbus A320 საჰაერო ხომალდით კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას განხორციელდება.

FlyArystan ქუთაისის მიმართულებით ფრენებს უკვე ასრულებს ​ ატირაუდან, აქტაუდან და ნურ-სულთანიდან.

1-ელი მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ.  რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად PCR ნეგატიური ტესტი უნდა ჰქონდეთ, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *