ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები 18 აპრილს
multicat=36 განახლდება. პირდაპირ ავიარეისებს “ვიზეარი” განაახლებს. რეისები ვილნიუსისა და ვარშავის მიმართულებით შესრულდება. მაისიდან კი კომპანია მიმოსვლას რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს.
გარდა ამისა, საქართველოს ბაზარზე ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ყაზახური ავიაკომპანია “ფლაიარისტან” იწყებს. პირდაპირი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 მაისიდან, ყაზახეთის სამი ქალაქის მიმართულებით შესრულდება, ესენია: აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი.
კოვიდ 19-ის პანდემიის გამო რეგულარული ავიამიმოსვლა გასულ წელს შეწყდა.