საქართველოს ბაზარზე ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი
multicat=36 ყაზახური ავიაკომპანია “ფლაიარისტან” იწყებს. პირდაპირი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის სამი ქალაქის მიმართულებით შესრულდება, ესენია: აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი.
“2 მაისიდან ფრენები კვირაში 2 სიხშირით ქუთაისი-აქტაუ და ქუთაისი-ატირაუს მიმართულებით შესრულდება, 4 მაისიდან კი ქუთაისი-ნურ-სულთანის მიმართულებით განხორციელდება,”-აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.
შეგახსენებთ, ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს კომპანიები “ვიზეარი” და “რაინეარი” ახორციელებენ. კოვიდ 19-ის გამო ფრენები შეჩერებული იყო და მთავრობა ფრენების აღდგენას აპრილის შუა რიცხვებიდან აანონსებს.