DMO Imereti დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს კულტურული, გასტრონომიული და ღვინის
multicat=36 ტურიზმის გიდის 2 თვიან სასწავლო პროგრამას იწყებს. პროგრამის ფარგლებში 20 გიდის გადამზადება იგეგემება. იმერეთის ტურიზმის ცენტრის ინფორმაციით, გიდები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გადამზადდებიან.
,,პროგრამა ითვალისწინებს მსმენელების მიერ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის ათვისებას. სასწავლო პროცესს წარმართავენ ააიპ “საქართველოს გიდების ასოციაცია”, მოწვეული სპეციალისტები და გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციი მიერ აკრედიტირებული ეროვნული ტრენერები. პროგრამაში მოსახვედრად კანდიდატი:
• უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
• უნდა ფლობდეს რომელიმე უცხო ენას სრულყოფილ სასაუბრო დონეზე (მინიმუმ B2 დონე);
• უნდა ფლობდეს ბაკალავრის დიპლომს ან წარმოადგენდეს დამამთავრებელი კურსის სტუდენტს.
მონაწილეობისთვის საჭიროა მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: tourism@kutaisi.gov.geდა გამოგვიგზავნოთ:
• პერსონალური CV
• პირადობის მოწმობის ასლი;
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კანდიდატურის განხილვის შემდეგ და მონაწილეობის დასტურის შემთხვევაში კანდიდატები გაივლიან შერჩევის საბოლოო ეტაპს – გასაუბრებას.”- წერია განცხადებაში.
შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 5 ქართულენოვანი გიდის გადამზადებაც. პროგრამაში ჩართვის მსურველებს რეგისტრაციის გავლა 2 აგვისტომდე შეუძლიათ.