საწარმო, რომელიც ქუთაისში ცნობილი ბრენდების სამოსს კერავდა მუშაობას წყვეტს. MGMTEX-ის
multicat=36 გაკოტრების შესახებ ინფორმაცია რეესტრში დასტურდება. ,,მიმდინარეობს გადახდისუუნარობის(გაკოტრება) საქმისწარმოება.”- წერია საჯარო რეესტრის გვერდზე კომპანიასთან დაკავშირებით.
კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანიას შეკვეთები გაუუქმდა, მოგვიანებით კი პირბადეების წარმოება დაიწყო.
ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია MGMTEX-ი ქუთაისში, “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით, 2018 წლის 10 აპრილს გაიხსნა. ის რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose” შვილობილი კომპანიაა, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოება როგორებიცაა: H&M“, „Mango“, „Zara“, „Coast“, „Colveta“, „United Collors of Benneton“, „Oasis“ და სხვა.