ქუთაისში ნამოხვანჰესის მშენებლობას გააპროტესტებენ. ფართომასშტაბიანი აქციის გამართვა
multicat=36 23 ივნისს, რუსთაველის ხიდზე 11:00 საათზეა დაგეგმილი. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ნამახვანჰესი, მომაკვდინებელ საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას. ასევე საფრტხეს წარმოადგენს ქუთაისისთვის.
ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია ქუთაისში გასულ წლებშიც გაიმართა. დიდი ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მათი აშენების შემთხვევაში ბევრ სოფელს დატბორვა და ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება. კასკადების მშენებლობა სეისმურად და მეწყრულად საშიშ ზონებში იგეგმება.
რიონის ხეობაში ჰესს კომპანია “ქლინ ენერჯი გრუპი” აშენებს.