შიდა ტურიზმის ამუშავება კორონავირუსის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
multicat=36 როგორც პრემიერმა ქუთაისში ტურიზმის სფეროს წარმომადგნელებთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველო შესალოა ერთ-ერთი პირველი იყოს რეგიონში, რომელიც ტურიზმის სფეროს აამუშავებს.
,,პირველივე ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, რომ შიდა ტურიზმის საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნებს დააგენრირებს. წელს ფაქტია, რომ ქართველები დასასველებლად ვერ წავლენ. პირველი რაც უნდა ვასწავლოთ ქართველებს, დაისვენონ საქართველოში და ფული გადაიხადონ ტურიზმში საქართველოში. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, ვინც ეფექტურად გახსნის ტურიზმს. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა უნდა ვიყოთ ვინც ამ პროგრესს შეინარჩუნებს. უნდა გავიაროთ ყველა ტიპის ადაპტაცია იმისათვის, რომ მივეჩვიოთ სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირებული ადამიანი, სწრაფად ვუმკურნალოთ.”- განაცხადა გახარიამ.
პრემიერის თქმით, ქვეყანა უცხოელი ტურისტების დასახვედრადაც უნდა მოემზადოს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასტუმროების შემოწმების პროცესი.