,,ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი ერთ დღეში შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა
multicat=36 იმედი გვაქვს იმის, რომ ნელ-ნელა ყველაფრს დავაბრუნებთ. გვჭირდება დაახლოებით ერთი წელი.”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის სფეროს წამრომადგენლებტან ქუთაისში შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, პირველი ქვეყანა საიდანაც ტურისტებს საქართველო მიიღებს ისრაელია.
,,ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს პანდემია გლობალური გამოწვევაა და ჩვენ მარტო ცალკე აღებული ქვეყანა ამას ვერ გავუმკლავდებით. ამიტომ ვმუშაობთ ორმხირვ ფორმატში კონკრეტულ სახელმწიფოებთან და როგორც ჩანს პირველი იქნება ისრაელი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს. რათქმაუნდა ისრაელისათვის ორი ძირითადი მიმართულებაა ქუთაისი და ბათუმი. ქუთაისი პირველ რიგში და შემდეგ ბათუმი, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ეკონომიკის გახსნის შემდეგ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სხვადასხვა ქვეყნებში გაიზარდა, ამისათვის საქართველო მზად უნდა იყოს.