საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.

multicat=36 მან ვაზის მოვლა და ახალი ჯიშების გამოყვანა დაიწყო და ბიო ღვინოსაც ამზადებს.

უჩამ ძველი მარანი შეაკეთა, ვენახები გააფართოვა, ძალები ქვევრის ღვინის დამზადებაში მოსინჯა რამდენიმე ფესტივალშიც მიიღო მონაწილეობა. თავიდან 250 ბოთლი ღვინო ჩამოასხა, რომლებიც ძირითადად გაასაჩუქრა, შემდეგ 900 ბოთლიამდე გაზარდა, და ამბობს, რომ ,,წელს ვფიქრობ 2500 ბოთლამდე ღვინოს ჩამოვასხამ. რა თქმა უნდა ყველაფერი ეს ბიო პრუდქციაო”.  თუმცა წარმოების გასაფართოებლად ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო.

2020 წელს ევროკავშირის მხარდაჭერით, საჩხერის მუნიციპალიტეტისთვის ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდასაჭერად კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი იდეები ძირითადად მცირე ფერმერების წახალისებას და სწორედ ბიომეურნეობების მოწყობას და ბიო პროდუქტების პუპულარიაზიას და არსებული ოგანული მეურნეობების განვითარებას უნდა ეხებოდეს.

საჩხერის გარდა პროექტი ტყიბულის, ჭიათურის მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ბიუჯეტი 1,16 მილიონი ევროა.

ამ კონკურსში მონაწილეობის მიღებას უჩა მაჭარაშვილიც აპირებს. მისი ერთერთი მთავარი მიზანი ვაზის უძველესი ქართული ჯიშის – რკო შავის აღდგენა და მისგან ღვინის წარმოების დაწყებაა. ყურძნის ეს ჯიში დღეს ნაკლებად ცნობილია. ის ძირითადად გავრცელებული იყო ზესტაფონის, ხარაგაულის, თერჯოლასა და საჩხერის მუნიციპელიტეტებში. ასევე გვხვდებოდა ჭიათურასა და ტყიბულში.

ეს ჯიში სხვებთან შედარებით რთული მოსავლელია, ამიტომ მოსახლეობის ნაწილმა აჩეხა. ხოლო ვისაც აქვს ცოტაა მისგან დამზადებულ ღვინოს და სხვა ჯიშის ყურძენს ურევს.


ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ამბობს, რომ საქართველოში ეკონომიკური ვითარების გამოსასწორებლად მიმართული ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა არის დროული ნაბიჯი გამოწვევების დასაძლევად.

,,ქვეყანას ორგანული სოფლის მეურნეობის დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა ეს შესაძლებლობები ჯერ კიდევ აუთვისებელია სასოფლო-სამეურნეო საშუალებებზე, კრედიტებზე, ბაზრებზე და ინფორმაციაზე არასაკმარისი ხელმისაწვდომობის გამო.

ახალი შესაძლებლობების შექმნა, ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის და მცირე მასშტაბის სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის, სოფლის განვითარების მთავარი კომპონენტია.”- აღნიშნავს კარლ ჰარცელი.

უჩამ წელს რკო შავის 70 ახალი ნერგი ჩაყარა და ამბობს “არ ვიცი, ბოლოს რამდენი გაიხარებსო”. ყურძნის ამ ჯიშისგან დამზადებულილ ღვინო გასაყიდად საქართველოში წელს პირველად ჩამოისხმება და როგორც უჩა ვარაუდობს, თავიდან ცოტას, დაახლოებით 90 ბოთლს ჩამოასხამს.

ახლა მისი მიზანი ღვინის დასამზადებლად და შესანახად ახალი ტექნოლოგიების ათვისება, უკეთესი სათავსოების მოწყობა და საბოლოოდ ბიო ღვინის წარმოების ერთიფიკატის მიღებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *