საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ 175 ფერმერი და აგრო ბიზნესის წარმომადგენელი გამოიკითხა.
multicat=36 ისინი მიიჩნევენ, რომ COVID-19-ს უარყოფითი გავლენა აქვს საწარმოო რესურსების ხელმისაწვდომობაზე.
გამოკითხულთა 61 პროცენტი მიიჩნევს, რომ ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურების გამო იმპორტირებული აგროსაშუალებების ფასი გაიზარდა. 18 პროცენტი ნაწილობრივ ეთანხმება, 6 პროცენტი არ ეთანხმება, ხოლო 15 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს მათ არ ეხებათ.
30 პროცენტი მიიჩნევს, რომ აგროსაშუალებებზე წვდომა შეზღუდულია, 29 პროცენტი ნაწილობრივ ეთანხმება, კიდევ 30 პროცენტი არ ეთანხმება, 13 პროცენტი აცხადებს, რომ კითხვა არ ეხებათ.
ფერმერების აზრით წვდომა სხვა საწარმო რესურსებზეც შეზღუდულია.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია რეკომენდაციებსაც აქვეყნებს. რომელთა შორისაა იაფი სესხები, საგადასახადო შეღავათები, აგროტურიზმის ხელშეწყობა, იმპორტის პროცედურების გამარტივება, კოოპერატივების განავითარების მხარდაჭერა და ა.შ.