Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

ეკონომიკა
რომელი პროგრამა იყო ყველაზე მაღალხარჯიანი სოფლის მეურნეობის მიმართულებით
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის დაფინანსების მიმართულებით ყველაზე მაღალხარჯიანი პროგრამა სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია იყო, რომელზეც 65 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.

სურსათის უვნებლობის და მცენარეთა დაცვის პროგრამაზე 64 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. პროგრამის მიზანია: სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი, ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური, იძულებითი ღონისძიებებისა და ლაბორატორიული კვლევების განხორციელება, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ.ერთიანი აგროპროექტების პროგრამა რამდენიმე ქვეპროგრამას აერთიანებდა, რომელთაგან ყველაზე დიდი დაფინანსება - 57 მლნ ლარი, შეღავათიანი
აგროკრედიტების ქვეპროგრამაზე იყო გამოყოფილი. 

სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების გაფართოება, სოფლის მეურნეობის საწარმოებისთვის საბანკო კრედიტების გაიაფება და ხელმისაწვდომობის გაზრდის ფარგლებში  2014-2018 წლებში 139 ახალი საწარმო შეიქმნა და 880 არსებული საწარმო გადაიარაღდა.

მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამაზე 2019 წელს 14 მლნ ლარამდე იყო გამოყოფილი. 

2019 წელს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებაზე 13 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, რომლის მიზანი პროდუქციის თანამედროვე სტანდარტების გადამამუშავებელი და შემნახველი სიმძლავრეების შექმნაა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 50-მდე საწარმოა შექმნილი.

"დანერგე მომავალის" ქვეპროგრამაზე 2019 წელს 13 მლნ ლარი იყო გამოყოფილი,რომლის მიზანი სანერგე მეურნეობების განვითარება და ბაღების ინტენსიური გაშენების ხელშეწყობაა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე გაშენდა 5 400 ჰექტარი ხეხილის ბაღი და 2 სანერგე მეურნეობა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ფინკა ბანკმა სპეციალური საშეღავათო პირობები იმ მომხმარებლებს
შესთავაზა,
17:25 / 03.04.2020

ფინკა ბანკმა სპეციალური საშეღავათო პირობები იმ მომხმარებლებს შესთავაზა,

FMტური ქუთაისში - ესაა გადაცემა, რომელის მეშვეობითაც შეძლებთ
გაეცნოთ
23:48 / 17.03.2020
FMტური ქუთაისში - ესაა გადაცემა, რომელის მეშვეობითაც შეძლებთ გაეცნოთ
2013-2019 წლებში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის
საქართველოს
13:22 / 17.03.2020
2013-2019 წლებში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის საქართველოს
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 4 - 14 °C
img
ქუთაისი 7 - 17 °C
img
ბათუმი 8 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020