საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით,
multicat=36 2019 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის დაფინანსების მიმართულებით ყველაზე მაღალხარჯიანი პროგრამა სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია იყო, რომელზეც 65 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.
სურსათის უვნებლობის და მცენარეთა დაცვის პროგრამაზე 64 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. პროგრამის მიზანია: სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი, ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური, იძულებითი ღონისძიებებისა და ლაბორატორიული კვლევების განხორციელება, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ.ერთიანი აგროპროექტების პროგრამა რამდენიმე ქვეპროგრამას აერთიანებდა, რომელთაგან ყველაზე დიდი დაფინანსება – 57 მლნ ლარი, შეღავათიანი
აგროკრედიტების ქვეპროგრამაზე იყო გამოყოფილი.
სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების გაფართოება, სოფლის მეურნეობის საწარმოებისთვის საბანკო კრედიტების გაიაფება და ხელმისაწვდომობის გაზრდის ფარგლებში 2014-2018 წლებში 139 ახალი საწარმო შეიქმნა და 880 არსებული საწარმო გადაიარაღდა.
მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამაზე 2019 წელს 14 მლნ ლარამდე იყო გამოყოფილი.
2019 წელს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებაზე 13 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, რომლის მიზანი პროდუქციის თანამედროვე სტანდარტების გადამამუშავებელი და შემნახველი სიმძლავრეების შექმნაა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 50-მდე საწარმოა შექმნილი.
“დანერგე მომავალის” ქვეპროგრამაზე 2019 წელს 13 მლნ ლარი იყო გამოყოფილი,რომლის მიზანი სანერგე მეურნეობების განვითარება და ბაღების ინტენსიური გაშენების ხელშეწყობაა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე გაშენდა 5 400 ჰექტარი ხეხილის ბაღი და 2 სანერგე მეურნეობა.