ეკონომიკა
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში საპროექტო წინადადებების შერჩევას ბაღდათში თებერვლიდან დაიწყებენ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" განხორციელებას იწყებს.  2020 წლის პროგრამის პრიორიტეტებია: სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, ჭა და ა.შ. ); სარწყავი სისტემები; სანიაღვრე არხები; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზები და გზისპირა მოსაცდელები; ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები; გარე განათება; სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; ამბულატორიის შენობები; სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით; წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.

პროგრამის შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში საიფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მერიის ინფორმაციით, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" საპროექტო წინადადებების შერჩევაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობა აქტიურად უნდა იყოს ჩართული. მოსახლეობის საერთო კრებები კი ბაღდათის მუნიციპალიტეტში თებერვლიდან დაიწყება.

2019 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოეწყო გარე განათებები, მოიხრეშა შიდა გზები, სოფელ მეორე ობჩაში ბიბლიოთეკა გარემონტდა, სოფელ როხში მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გაკეთდა როხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი. რომლის რეაბილიტაცია "სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან" 20 000 ლარით, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 10 000 ლარი)დაფინანსდა (ჯამში 30 000)ლარი.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პროგრამის ,,100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს
14:35 / 13.02.2020
პროგრამის ,,100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში წყალტუბოში,
ქუთაისში 3-4 მაისს დაგეგმილი საერთაშორისო ბიზნესფორუმი,
საინვესტიციო გარემო
11:56 / 13.02.2020
ქუთაისში 3-4 მაისს დაგეგმილი საერთაშორისო ბიზნესფორუმი, საინვესტიციო გარემო
ვინც 10 თებერვლიდან 10 მაისამდე  საკრედიტო ლიმიტის მინიმუმ
ნახევარს დახარჯავს,
18:24 / 10.02.2020

ვინც 10 თებერვლიდან 10 მაისამდე  საკრედიტო ლიმიტის მინიმუმ ნახევარს დახარჯავს,

ლუქსემბურგში დაგეგმილ მასშტაბურ ტურისტულ ღონისძიებაში ქუთაისი
ჩაერთვება.
17:05 / 07.02.2020
ლუქსემბურგში დაგეგმილ მასშტაბურ ტურისტულ ღონისძიებაში ქუთაისი ჩაერთვება.
Aliexpress WW
«« თებერვალი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1
ამინდი
თბილისი -2 - 5 °C
img
ქუთაისი 4 - 12 °C
img
ბათუმი 2 - 8 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, ახალი სკვერის მოწყობა სრულდება
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე
11:46 / 29.01.2020