ხონში ლომინას ტბა/ჩანჩქერამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ
multicat=36 რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ განცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობს ახალი ადგილების ტურისტებისათვის მომზადება.
,,გვინდა ,,ლომინას ტბამდეც” მივიყვანოთ გზა, რომ ტურისტებმა ადვილად შეძლონ ამ ტბის დათვალიერება. დარწმუნებული ვართ, რომ ახალ სეზონზე ბევრ ახალ ლოკაციას დავახვედრებთ მათ. ეს იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ტურისტი 1 და 2 დღეზე მეტ ხანს. დარჩენილი ტურისტი ნიშნავს შემოსავალს ადგილობრივი მოსახლეობისათვის და საკმაოდ დიდი შემოსავლის მომტანი იქნება ტურისტული ზონისათვის”.- განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
ლომინას ტბა/ჩანჩქერი კინჩხას დიდი ჩანჩქერიდან დაახლოებით 2 კმ-ში მდებარეობს. ლომინას ჩანჩქერი სიმაღლით არ გამოირჩევა, თუმცა იგი ტბაზე ეცემა და საოცარ ფერთა გამას ქმნის.
მისივე თქმით, ტურისტულ ადგილებს ,,დათვის ტბა” და ,,ბოგა” შეემატება. იგეგმება ხიდის მოწყობა, რომელიც ტურისტებს ამ ადგილების მონახულებას გაუადვილებს.
ფოტო: ვახტანგ ჯანჯღავა
ამავე თემაზე: ,,დათვის ტბა” , ,,ბოგა” – ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ