,,ჩემი ინიციატივა იყო, რრომ ეს შეხვედრა ყოფილიყო და გვესაუბრა იმ გამოწვევეზე რაც
multicat=36 იმერეთში გვაქვს ტურიზმის კუთხით. ვაკვირდები ამ სფეროს საკმაოდ დინამიურად ვითარდება”.- ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა ერთ-ერთ პრობლემად ინფრასტრუქტური, გზების, სკვერების მოწესრიგება დაასახელეს.
“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ქუთაისის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, ქუთაისში და იმერეთში ტურიზმი დინამიურად ვითარდება, თუმცა მას შემდეგ, რაც წყალტუბოს აღორძინების პროექტის შესახებ გახდა ცნობილი, ინტერესი იმდენად გაიზარდა, რომ ვფიქრობ, ეს მიმართულება მხარეში ძალიან სწრაფად განვითარდება. მოვისმინეთ ის პრობლემები, რაც ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აწუხებთ, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ პრობლემებზე რეაგირებას მყისიერად მოვახდენთ და გამოვასწორებთ იმ ხარვეზებს, რაც მათ სწორ და გამართულ მუშაობაში ხელს უშლის. გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ჩამოსული ტურისტები რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ ჩვენს რეგიონში. ამასთან, გაძლიერდება მონიტორინგი, რომ ტურისტებმა და არა მარტო მათ, მაქსიმალურად ხარისხიანი მომსახურება მიიღონ ყველა მიმართულებით.” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
გარდა ამისა, მისივე თქმით მომავალი წლიდან ქალაქში მუნიციპალური ავტობუსები დაიწყებენ მოძრაობას, მათ შორის აეროპორტის მიმართულებით.