ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა თბილისის
multicat=36 შემდეგ ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო.
პირველი პირდაპირი ფრენა ქუთაისის მიმართულებით 7 ნოემბერს მარსელიდან განახორციელა.
პირველი რეისის ჩამომფრენ და გამფრენ მგზავრებს აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
,,ავიაკომპანია Ryanair-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მოლაპარაკებებს თითქმის 10 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ. თუმცა, მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 21 აგვისტოს წარმატებით დასრულდა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და ავიაკომპანია Ryanair--ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო” ბრაიენმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, რის შედეგადაც Ryanair--ი უკვე საქართველოშია და ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად საქართველოს ორი აეროპორტიდან, ბოინგ 737 ტიპის საჰაერო ხომალდებებით ასრულებს.” – აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
9 ნოემბრიდან ქუთაისის აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება – ბოლონია დაემატება. Ryanair-ი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით იფრენს.
ფოტო: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება