25 მაისს, ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში, სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
multicat=36 იმერეთის ბიუროს ინიციატივით ადგილობრივი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მედია ტური მოეწყო. ჟურნალისტებს საშუალება ქონდათ ENPARDI-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული სოფლის მეურნეობის პროექტები დაეთვალიერებინათ.
ტურის ფარგლებში მონაწილეებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაურში არსებული რძის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს, რომელიც 27 მეპაიესგან შემდგარი კოოპერატივია. ისინი ბაზარზე ყველითა და სულგუნით არიან წარმოდგენილები. კოოპერატივის ხელმძღვანელის მიხეილ ჭანკოტაძის თქმით, ამ ეტაპზე ყოველდღიურად მხოლოდ 500 ლიტრი რძის მიღებას ახერხებენ. მიღებული პროდუქტის რეალიზაცია არ უჭირთ, რადგან ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალი პროდუქტია. მათ მიერ წარმოებული რძის პროდუქტების შეტანა საბავშვო ბაღებშიც ხდება. აღნიშნულ საწარმოში 20-მე ადგილობრია დასაქმებული.
კოოპერატივი “მეღვინეობა საზანო” 7 მეპაიესგან არის შემდგარი. 8 ჰექტარ მიწაზე გაშენებული ვენახებიდან მოსავლის მიღებას და ღვინის ჩამოსხმას ENPARDI-ის პროექტის დაფინანსებულ მარანში უკვე სამი წელია ახორციელებენ. პროექტის ფარგლებში მათ 150 000 ლარის დაფინანსება მიიღეს. აქვე ახდენენ ჩამოსხმას და ეტიკეტირებას. მათ მიერ წარმოებული ღვინო იყიდება როგორც ქართულ ბაზარზე ასევე, ინგლისშიც. კოოპერატივის ხელმძღვანელის გივი ჩუბინიძის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო კოოპერატის კიდევ ერთი მიმართულებით განვიტარება, რომელიც რძის პროდუქტების წარმოების ამუშავებას ეხება. ევროკავშირის ფინანსური დახმარებით მათ მინი საწარმო შექმნეს, რაც ნატურალური რძის ჩაბარებაზეა ორიენტირებული. საწარმო 2020 წლისთვის ამუშავდება.
“მედია ტური ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში იმერეთში დაგეგმილი აქტივობებიდან ბოლო იყო. ვფიქრობ მნიშვნელოვანია მედიისთვის იმ საწარმოების გაცნობა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და ჩამოყალიბდა. ასევე, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება თუ რა სახის პროექტებს აფინასებს ევროკავშირი, რათა მეტ ადამიანს ქონდეს სურვილი თავადაც ჩაერთონ მსგავსი პროექტების განხორციელებაში” – აღნიშნა იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.
ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში იმერეთის რეგიონში 20 სხვადასხვა სახის აქტივობა ჩატარდა. ევროპის დღეების მიზანია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.