ეკონომიკა
„შექმენი სესხი, როგორიც გსურს“ - ფინკა ბანკში სესხების კამპანია დაიწყო

მაისიდან ფინკა ბანკი მომხმარებლებს აძლევს საშუალებას თავად აირჩიონ სესხის პირობები, ე.წ. „ინგრედიენტები“ და შექმნან

სესხი, ისეთი, როგორიც სურთ და სჭირდებათ.

კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია თავისი საჭიროებიდან გამომდინარე განსაზღვროს სესხის ვადა, გადახდის გრაფიკი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით.

ფინკა ბანკის სესხების კამპანია ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ ან სერვის ცენტრებში შეავსონ სესხის განაცხადი და ნებისმიერ დროს დარეკონ ფინკა ბანკის ცხელ ხაზზე *4949.

ირაკლი აბაშიძე, ფინკა ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ კამპანიის მიზანია მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შეთავაზება. „კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს ვთავაზობთ არჩევანს, თავად შეარჩიონ სესხის ე.წ ინგრედიენტები და თავად შექმნან სესხი. ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ მომხმარებლების საჭიროებებს და ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის სესხი ესადაგებოდეს მათ შესაძლებლობებს და საჭიროებებს. ჩვენი მომხმარებლების თითქმის 80% რეგიონებში ცხოვრობს და სოფლის მეურნეობით და ფერმერობით არის დაკავებული, სეზონურობიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის თუნდაც საშეღავათო პერიოდით სარგებლობა. სწორედ ამიტომაც წამოვიწყეთ ეს კამპანია და მომხმარებლებს ახალ შესაძლობლობებს ვთავაზობთ“.

ფინკა ბანკი მომხმარებლებს ასევე სთავაზობს სესხის გაერთიანებას და პორტირებას, აგრო განვადებას და სხვა პროდუქტებს. ბანკში ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ფულადი გზავნილების კამპანია, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ფინკა ბანკი წელს საქართველოში მუშაობის 20 წელს აღნიშნავს და ამ თარიღთან დაკავშირებით მომხმარებლებს სიახლეებს, აქციებს და სხვადასხვა კამპანიებს სთავაზობს.

| Print |