უკვე 1 თვეა ფინკა ბანკში სესხების კამპანია მიმდინარეობს,
multicat=36 რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თავად აირჩიონ სესხის პირობები, ე.წ. “ინგრედიენტები” და შექმნან სესხი, ისეთი, როგორიც სურთ და სჭირდებათ.
კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ სესხის ვადა, გადახდის გრაფიკი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლონ საშეღავათო პერიოდით.
როგორც ფინკა ბანკში აცხადებენ, კამპანია საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება დიდია. კამპანიის მიზანია მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შეთავაზება.
“კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს ვთავაზობთ არჩევანს, თავად შეარჩიონ სესხის ე.წ ინგრედიენტები და თავად შექმნან სესხი. ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ მომხმარებლების საჭიროებებს და ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის სესხი ესადაგებოდეს მათ შესაძლებლობებს და საჭიროებებს. ჩვენი მომხმარებლების თითქმის 80% რეგიონებში ცხოვრობს და სოფლის მეურნეობით და ფერმერობით არის დაკავებული, სეზონურობიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის თუნდაც საშეღავათო პერიოდით სარგებლობა. სწორედ ამიტომაც წამოვიწყეთ ეს კამპანია და მომხმარებლებს ახალ შესაძლობლობას ვთავაზობთ”.- აღნიშნავს ხათუნა ჭელიძე, ფინკა ბანკის ცენტრალური რეგიონის საოპერაციო მენეჯერი.
ფინკა ბანკის სერვის ცენტრის მენეჯერი დავით ახვლედიანი ამბობს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმ მომხმარებლბის რაოდენობა, რომელთაც ისეთი სესხის შექმნა უნდათ, როგორიც სურთ გაიზარდა. მომხმარებლების რაოდენობის მატებას კიდევ ელოდებიან.
ნატო ჩირგაძე ფინკა ბანკთან 2 წელზე მეტია თანამშრომლობს. ბანკის დახმარებით საკუთარი სალონი გახსნა . ფიქრობს რომ ახალი კამპანიით, რომელიც სესხის მომხარებელის ინტერესებზე მორგება განაპირობებს მის საქმიანობას კიდევ წაადგება.
კამპანიის ფარგლებში ფინკა ბანკი მომხმარებლებს ასევე სთავაზობს სესხების გაერთიანებას და პორტირებას, აგრო განვადებას, აგრო დაზღვევას და სხვა პროდუქტებს. ფინკა ბანკში ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ფულადი გზავნილების კამპანია, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება.
სესხების კამპანია ფინკა ბანკში ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. მომხმარებლებს შეუძლიათ სესხის განაცხადი შეავსონ ონლაინ ან სერვის ცენტრებში, ან დარეკონ ფინკა ბანკის ცხელ ხაზზე.