“ჩვენი არქიტექტურის სამსახური კულტურული მემკვიდრეობის
multicat=36 სააგენტოსთან უკვე თანამშრომლობს,”-განცხადება ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ თეთრი ხიდის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც ჭიღვარიამ განმარტა, თეთრი ხიდი რეაბილიტაციას აშკარად საჭიროებს.
“თეთრი ხიდი აშკარად საჭიროებს რეაბილიტაციას და ეს ყველა ჩვენგანმა იცის. უბრალოდ, გვინდა, რომ ეს ძალიან საინტერესო იყოს. თეთრი ხიდი არის ქუთაისის სიმბოლო და სირცხვილოა, რომ ასეთ მდგომარეობაშია,”-განაცხადა ჭიღვარიამ.
როგორც ქუთაისის მერი აცხადებს, რეაბილიტაციის პროცესი ძირითადად ხიდზე ფეხით მოსიარულეთა საფარის აღდგენას მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ თეთრი, წითელი და ჯაჭვის ხიდები, როგორც კულტურული მემკვიდრეობის (საინჟინრო) ძეგლები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 9 იანვრის #03/5 ბრძანების შედეგად აღმოჩნდა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 24-ე მუხლის თანახმად, აკრძალულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სახის სამუშაოების ჩატარება კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე.