ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თურქული კომპანია ,,ეს ემ კა”-ს წარმომადგენლებსა
multicat=36 და დასავლეთ საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს ირაკლი ტურძელაძეს შეხვდა.
მერიის ინფორმაციით, ჭიღვარიამ კომპანიის წარმომადგენლებს სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მოსახლეობას მეტი დისკომფორტი აღარ უნდა შეექმნას და კომპანიამ ამორტიზირებული გზის საფარი დროულად უნდა აღადგინოს.
,,ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ ქალაქის ყველა უბანში მიმდინარე სამუშაოებს, რომელსაც კომპანია ,,ეს ემ კა” ასრულებს და მათგან ზუსტ ვადებსა და თარიღს მოვითხოვთ. ასევე, გავაკონტროლებთ იმას თუ რამდენად მალევე მოხდება გზის საფარის აღდგენა კომპანიის მიერ იმისთვის, რომ მოსახლეობას დამატებითი პრობლემები არ შეექმნას. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს წყალქცევები და დროში გაწელილი სამუშაოები. ქუთაისი 24 საათიან წყალმომარაგებაზე გაწერილ ვადებში უნდა გადავიდეს,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტი 2018 წელს უნდა დასრულდეს.