ქუთაისში ეკონომიკური აქტივობის შესახებ
multicat=36 და ცენტრალური ნაწილის განტვირთვის შესახებ ისაუბრა ქუთაისის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ დებატებზე, რომლის თემაც “ქალაქგანვითარების სოციალური ტვირთი: პოლიტიკური და იდეოლოგიური განზომილება” იყო.
“წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, სადაცა ეკონომიკური აქტივობა ბიზნესიც იქ ინტერესდება. უნდა დავსვათ კითხვა – ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ პოლიტიკის თვალსაზრისით. ჩემი აზრით ხელისუფლების ამოცანა უნდა გახდეს, რომ ქალაქში გაჩნდეს ახალი მიზიდულობის ცენტრები. რაც გადაანაწილებს დღეს არსებულ ქალაქის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ კონცეტრაციას. მეტ-ნაკლებად მაინც გადაანაწილებს ქალაქის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ აღარ იქნება ინტერსი, რომ მოდი 10 კვადრატული მეტრია ცენტრში და იქ 10 სართულიან შენობას ჩავდგამ. ქალაქში მიზიდულობის ცენტრები ბევრი უნდა გაჩნდეს. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურად სუნთქვა არ შეიძლება ქალაქის ცენტრში და ჭავჭავაძის გამზირზე. ყველა ობიექტი იქ იყრის თავს. თუ პრივატიზაციის პროცესს დავაკვირდებით, 5-ჯერ, 10-ჯერ, 20-ჯერ იზრდება ფასები იქ სადაც ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრებია, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკურად აქტიური ადგილების გააქტიურებას”, – განაცხადა ქუთაისის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა.