ქუთაისში ახალი სწარმო გაიხსნება.
multicat=36 ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ახალი სწარმო სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გაიხსნება. “სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო იქმნება. ერთი არის ქუთაისში არაძვირფასი ლითონების მწარმოებელი საწარმო, რომლის ასამოქმედებლად, ინვესტორს სახელმწიფო მიწას გადასცემს, ასევე, მეწარმე ისარგებლებს პროგრამით გათვალისწინებული ყველა მექანიზმით, მათ შორის – სესხის სუბსიდირებითა და საბანკო უზრუნველყოფის ნაწილში თანამონაწილეობით. ეს გახლავთ 1 360 000 ლარის ინვესტიცია და პროექტის სხვადასხვა ეტაპზე 60-მდე ადამიანი დასაქმდება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა.
სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში მეორე საწარმო თბილისში გაკეთდება. საფეიქრო ნაწარმის მწარმოებელი საწარმო შესაქმნელად თბილისში განხორციელდება 4 მილიონ ლარამდე ინვესტიცია და პირველ ეტაპზე საწარმოში 30-მდე ადამიანი დასაქმდება.