ქუთაისის მერიამ “წლის ბიზნესი 2016” კონკურსის ფარგლებში
multicat=36 ბიზნეს დაჯილდოების ღონისძიების ორგანიზებისათვის 12 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებულმა ბიზნეს დაჯილდოების ღონისძიების გახსნა-ნომინაციების წარდგენა-დაჯილდოება და დახურვა უნდა უზრუნველყოს. გამარჯვებულმა კომპანიამ ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეთათვის 16 ცალი პრიზი უნდა დაამზადოს.
“წლის ბიზნესი 2016”-ის ორგანიზებისთვის ტენდერი 9 მარტს გამოცხადდა და სატენდერო წინადადებების მიღება 30 მარტს დასრულდება.
ქუთაისის მერია 30 გამარჯვებულს 16 ნომინაციაში გამოავლენს. წარმატებული ბიზნესკომპანიების გამოვლენა წინა წელსაც მოხდა. მაშინ ქუთაისის მერიამ 12 წარმატებული კომპანია გამოავლინა.