საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო
multicat=36 ბიუჯეტი 102 ხმით, 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ბიუჯეტის კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა.ყველაზე მეტი დაფინანსება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს გამოეყოფა.
ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2016 წლის გეგმასთან შედარებით, 253,8 მლნ ლარით იზრდება და 3 415.8 მლნ ლარს შეადგენს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 144,8 მლნ ლარით იზრდება და გათვალისწინებულია 1 116.2 მლნ ლარი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 258.0 მლნ ლარი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 258.0 მლნ ლარზე მეტი.
სხვა სამინისტროებზე დაფინანსება ასე გადანაწილდა:
თავდაცვის სამინისტრო- 748.0 მლნ ლარი,
შინაგან საქმეთა სამინისტრო – 585.0 მლნ ლარი,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – 118.0 მლნ ლარი,
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო – 139.1 მლნ ლარი,
ენერგეტიკის სამინისტრო – 132.3 მლნ ლარი,
საგარეო საქმეთა სამინისტრო – 110.0 მლნ ლარი,
კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 99.6 მლნ ლარი,
იუსტიციის სამინისტრო – 62.0 მლნ ლარზე მეტი,
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო- 84.8 მლნ ლარამდე,
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – 136.8 მლნ ლარზე მეტი,
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – 35.7 მლნ ლარი,
ფინანსთა სამინისტრო 82.3 მლნ ლარი.
სახელმწიფო ბიუჯეტი საერთო ჯამში 11 მილიარდ 457 მილიონ ლარს შეადგენს. მის დამტკიცებას უმცირესობამ და “პატრიოტთა ალაინსმა” მხარი არ დაუჭირეს.