ქუთაისში თანამედროვე ტურისტული ატრაქციების შექმნისთვის
multicat=36 ქუთაისის მერიამ კონკურსი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ დღეს განცხადება ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, პაატა კლდიაშვილმა.
” ჩვენს მიერ გამოცხადებული კონკურსის მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს მასში და საუკეთესო იდეებით მოხდეს ტურისტული ატრაქციების შექმნა ქალაქში, რაც ჩამოსულ ტურისტებს ქუთაისში დიდი ხნით დარჩენის საშუალებას მისცემს,” – განმარტა პაატა კლდიაშვილმა.
კონკურსში მონაწილეობა, ქუთაისის თვითმმართველობაში დასაქმებულების გარდა, 18 წლის ზემოთ ასაკის ნებისმიერ პირს შეუძლია.ასევე, ერთ ადამიანს რამდენიმე ნამუშევრის წარდგენის შესაძლებლობა აქვს.მას თან უნდა ახლდეს იდეის დეტალური აღწერა, ხარჯთაღრიცხვა და ატრაქციის განთავსების ადგილი.ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა 2016 წლის 30 ნოემბერია. გამარჯვებულს კი მერიაში შექმნილი კომისია გამოავლენს. მას ერთჯერადი ფულადი ჯილდო 1000 ლარი გადაეცემა.