პრემიერის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებული ცვლილებები განპირობებულია
multicat=36 იმით, რომ იმპორტის რაოდენობა არის ძალიან გაზრდილი და, ასევე, გაზრდილია მოხმარება.
“ქვეყანაში მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ექსპორტი რაოდენობრივად გაზრდილია, თუმცა, თანხობრივ მაჩვენებლებში, ვინაიდან საექსპორტო, ძირითად ბაზრებზე ფასები არის ძალიან დაცემული, ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს და ამის გამო არის სწორედ ის, რაც ხდება. უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად მოხდება კურსის დასტაბილურება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს, ყველა ლოგიკით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ასევე გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება გარკვეული რეგულაციების კუთხით იმისთვის, რომ ჩვენ დავეხმაროთ ლარის გამყარებას და დასტაბილურებას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.