საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარედ დარეჯან სალდაძე აირჩიეს.
დარეჯან სალდაძე 2019 წლის იანვრიდან იკავებდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატის პოზიციას. 2018 წლის მარტიდან ის საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
მანამდე ის იყო პროექტის ,,ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში” იურისტი (2018), საარჩევნო მონიტორი საიას ქუთაისის ფილიალში (2017), მუშაობდა ა(ა)აიპ კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის პროექტში ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი ადვოკატირება” უფლებადამცველის პოზიციაზე (2016), გაიარა სტაჟირება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტში (2015), ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პროექტის ,,სოციალური უფლებების მდგომარეობის სამართლებრივი გაანალიზება“ მკვლევარი (2015 ), საიას ქუთაისის ფილიალში ადვოკატის თანაშემწე (2014-2015), ასევე გადიოდა სტაჟირებას იუსტიციის სამინისტროში მოქმედ სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრის” სამმართველოში (2013).
დარეჯან სალდაძე 2021 წლიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტში მუშაობს მოწვეული სპეციალისტის პოზიციაზე.
დარეჯან სალდაძე არის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დოქტორანტი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. მას მინიჭებული აქვს ბაკალავრის (2017 წელი) და მაგისტრის (2019 წელი) აკადემიური ხარისხი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.