ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ტერიტორიაზე გაზი აფეთქდა. აფეთქება საავადმყოფოს გვერდით მდებარე დამხმარე ნაგებობაში – საქვაბე მოწყობილობის შენობაში მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქების ხმა გაიგეს და როცა ადგილზე მივიდნენ, საავადმყოფოს გვერდით მდებარე შენობა კვამლში გახვეული დახვდათ.
შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა საავადმყოფოს 4 თანამშრომელი.
ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.
ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.